იუსტიციის მინისტრი ევროკავშირის ელჩს შეხვდა
იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე საქართველოში ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
რატი ბრეგაძემ კარლ ჰარცელს მადლობა გადაუხადა ევროკავშირის და აშშ-ის ძალისხმევით წარმატებით დასრულებულ მედიაციაში შეტანილი პერსონალური წვლილისთვის. აღინიშნა, რომ მიღწეული შეთანხმება შესაძლებლობას აძლევს ქვეყანას, მთელი ძალისხმევა მიმართოს მის წინაშე მდგარი გამოწვევების გადაჭრისათვის.