თეგებით ძიება

ანდრიუს კუბილიუსი - საქართველოში კრიზისის გადაჭრის ძიებაში შარლ მიშელის ლიდერობას მივესალმებით

ევროპარლამენტარი, ანდრიუს კუბილიუსი მიესალმება ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ლიდერობას საქართველოს პოლიტიკური და დემოკრატიული კრიზისის გადაჭრის ძიებაში.

როგორც კუბილიუსი ტვიტერზე წერს, მსგავსი ლიდერობის განხოციელება საჭიროა ბელარუსთან მიმართებაშიც.

„მივესალმებით ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ლიდერობას საქართველოს პოლიტიკური და დემოკრატიული კრიზისის გადაჭრის ძიებაში. ევროკავშირის მხრიდან საჭიროა ასეთივე ტიპის ლიდერობა, რათა მოიძებნოს ევროგაერთიანების აქტიური როლი „ბელარუსის კრიზისის“ მოსაგვარებლად“, – წერს ანდრიუს კუბილიუსი.

შეგახსენებთ, რომ შარლ მიშელის დოკუმენტს - "საქართველოს სამომავლო გზა" "ოცნებამ" და ოპოზიციის ნაწილმა, 19 აპრილს მოაწერეს ხელია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა