თეგებით ძიება

იაგო ხვიჩია - მე და სანდრო რაქვიაშვილს ნიძლავი გვაქვს დადებული სახინკლეზე, რომ თაკო ჩარკვიანი და შალვა ნათელაშვილი პარლამენტში შევლენ

„გირჩის" ლიდერებს იაგო ხვიჩიასა და სანდრო რაქვიაშვილს ნიძლავი აქვთ დადებული იმასთან დაკავშირებით, რომ პარტიის „კანონი და სამართალი" ლიდერი, თაკო ჩარკვიანი და „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი პარლამენტში შევლენ. ამის შესახებ ხვიჩიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.


„მე და სანდრო რაქვიაშვილს ნიძლავი გვაქვს დადებული სახინკლეზე, რომ თაკო ჩარკვიანი პარლამენტში შევა, ასე ვამბობ მე, სანდრო რაქვიაშვილი ამბობს, რომ არ შევა. ასევე, ბატონ შალვა ნათელაშვილზე.

ზოგადად მგონია, რომ ყველა შევლენ. ხალხი, რომელიც უშვერი სიტყვებით ილანძღებოდა მთელი პროცესის მიმართ, ვისაც შეთანხმება უნდოდა. ისინი შეთანხმების შედეგებით დიდი სიამოვნებით ისარგებლებენ. ჩვენზე წინ დასხდებიან პარლამენტში. ორ კვირაში ესენი პარლამენტში იჯდებიან“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა