თეგებით ძიება

იენს სტოლტენბერგი - კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა სალომე ზურაბიშვილთან,

კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა, - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბარს.

როგორც სტოლტენბერგი წერს, სატელეფონო საუბრისას განიხილეს შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების საკითხი.

„კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან. მივესალმე საქართველოში პოლიტიკურ ძალებს შორის მიღწეულ შეთანხმებას. განვიხილეთ შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების საკითხი და ჩვენი საერთო შეშფოთება რუსეთის სამხედრო ძალების გაძლიერების თაობაზე. მადლობა გადავუხადე საქართველოს მიერ ავღანეთში ჩვენი მისიის მხარდაჭერისთვის“, - წერს სტოლტენბერგი "ტვიტერზე".


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა