თეგებით ძიება

არავითარი საფუძველი არ არსებობს, რომ თამარ ჟვანია თანამდებობიდან გადადგეს - სარჯველაძე

"არ არსებობს არავითარი ვალდებულების დაკისრების საფუძველი, რომ თამარ ჟვანია თანამდებობიდან გადადგეს", -აცხადებს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე.

მისი თქმით, შეთანხმება თანამდებობის დატოვებას არ ითვალისწინებს და არც რაიმე მტკიცებულება არსებობს იმის, რომ თამარ ჟვანიამ რაიმე დაარღვია.

"შეთანხმებაში განსაზღვრული არ არის რომელიმე თანამდებობის პირის ვალდებულება, რომ თანამდებობიდან გადადგეს და ეს არც იქნებოდა სწორი, მითუმეტეს, იმ ფონზე, როგორიც არის ზოგადი შეფასებები გაკეთებული თუნდაც, ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით. არაფრით დასაბუთებული არ არის, რომ ვინმემ და ამ შემთხვევაში, თამარ ჟვანიამ რაიმე დაარღვია. მას როგორი ექნება განწყობა და სურვილები, ეს მე ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ არ არსებობს არავითარი ვალდებულების დაკისრების საფუძველი, რომ თამარ ჟვანია გადადგეს თანამდებობიდან", - განაცხადა სარჯველაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა