თეგებით ძიება

"უფლებები საქართველოს" სკანდალური კვლევა - "11 მოსამართლის დიპლომი კითხვის ნიშნის ქვეშაა"

არასამთავრობო ორგანიზაციამ "უფლებები საქართველომ“ შეისწავლა მოსამართლეთა უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომების შესაბამისობა კანონის მოთხოვნებთან, სოციალურ მედიაში განხორციელებული აქტივობები და ფინანანსური დეკლარაციები - კვლევის შედეგად გამოვლინდა, 11 მოსამართლე, რომლებსაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა უარი უთხრა უმაღლესი იურიდიული განათლების დიპლომის დადასტურებასა და მაგისტრის ხარისხთან გათანაბრებაზე, ასევე რამდენიმე მოსამართლეს დეკლარაციაში არ აქვს შეტანილი უძრავი ქონება.
ორგანიზაციის ინფორმაციით: მაკა გველესიანს, ლევან გელოვანს, ინდირა მაშანეიშვილს, დავით ნარიმანიშვილს, მადონა მაისურაძეს, არარატ ესოიანს, მაია გიგაურს, ნინო ბუაჩიძეს, ანაიტ ოგანესიანს, დავით სვანაძეს და მაკა ჭედიას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, უარი უთხრა უმაღლესი იურიდიული განათლების დიპლომის დადასტურებასა და და მაგისტრის ხარისხთან გათანაბრებაზე.
11 -დან ხუთის შემთხვევაში კი ცენტრმა ვერ დაადასტურა უმაღლესი იურიდიული განათლების მიღების ფაქტი.ცნობისთვის, ორგანიზაციამ სულ 299 მოსამართლის უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი და სხვა მონაცემები შეისწავლა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა