თეგებით ძიება

ელისაშვილი: კელი დეგნანი და კარლ ჰარცელი, რომ არ ყოფილიყვნენ დავხოცავდით ერთმანეთს

ალეკო ელისაშვილი შალვა ნათელაშვილის განცხადებას ეხმაურება. ოპოზიციონერი დეპუტატი, პარტია „მოქალაქეების“ წევრი, ალეკო ელისაშვილი კელი დეგნანთან დაკავშირებით, შალვა ნათელაშვილის განცხადებას სამარცხვინოს უწოდებს. მისი თქმით, კელი დეგნანი და კარლ ჰარცელი, რომ არ ყოფილიყვნენ ოპოზიცია და პოზიცია ერთმანეთს „დახოცავდა“.

„ეს არის სამარცხვინო განცხადება, ასეთი რამ ყოველთვის ახასიათებს შალვა ნათელაშვილს და კიდევ ერთი სამარცხვინო განცხადება ჩაიწერა თავის ანგარიშზე, როგორ შეიძლება მოღალატე ეძახო ადამიანს, კელი დეგნანი და კარლ ჰარცელი, რომ არ ყოფილიყვნენ დავხოცავდით ერთმანეთს, დავლეწავდით ისეთივე გაშმაგებით აქაურობას, როგორც 90-იან წლებში დავმართეთ ამ ქვეყანას. ეს ხალხი იყო გადაფოფრილი ამ ქვეყანაზე და იდგა ჩვენს შორის, ის ხალხი რომ არ ყოფილიყო ვერც შეთანხმება იქნებოდა და სამოქალაქო ომს გავაჩაღებდით, როგორ შეიძლება ამის მერე მადლიერების ნაცვლად, მოღალატე ეძახო, ეს არის უმადურობის მწვერვალი“, - განაცხადა ელისაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა