თეგებით ძიება

პაატა მანჯგალაძე: ყველაზე რეალისტური მოცემულ სიტუაციაში არის ამნისტია

"ყველაზე რეალისტური მოცემულ სიტუაციაში არის ამნისტია. ამ ამნისტიის აქტზე პასუხისმგებლობა აქვს ოპოზიციას", - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ნიკა მელიას და „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუძლია უმწიკვლოდ გამოვიდეს ამ პროცესიდან.

„მაგრამ ამისთვის არის საჭირო ერთი რამ - ნუ გვლანძღავენ და ნუ გვიშლიან ხელს. არავინ არ აპირებს მელიასა და იმ ადამიანების გაიგივებას, ვინც თავისუფლებისთვის იბრძოდა მათთან ვინც თვალი დათხარეს. თვალის დათხრაზე არსებობს კონვენციით დაცული მუხლები და ყველა ამ ადამიანზე ვერანაირად ვერ გავრცელება ამნისტია“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა