თეგებით ძიება

მელია უნდა ადგეს და მარტივად გამოვიდეს ...სასაცილო იქნება, თუკი საკნის კარს ჩააფრინდება და იტყვის, რომ არ გამოვა - ელისაშვილი

"მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი, თვლის, რომ "მელია უნდა ადგეს და მარტივად გამოვიდეს".

მისივე თქმით, "არ მგონია ამის გამო ვიღაცამ დასცინოს, სასაცილო მისი პოზიცია მაშინ იქნება, თუკი საკნის კარს ჩააფრინდება და იტყვის, არ გამოვალო".

როგორც თავად განმარტა "ლელოს“ ინიციატივა ევროპარლამენტარების თავდებობაზე გაუგებარია და ერთგვარად ეს შეთანხმების რევიზიაც არის.

"ევროპარლამენტარები კი არა, თავდებად მთელი ევროკავშირი დგება, რაღა არის საჭირო? შეთანხმების გადახედვა და ჯანჯღარი ნორმალური არ მგონია. გულახდილად რომ გითხრათ, მესმის, რომ ნიკა მელია გაიჭედა და გადაწყვეტილებას ვერ იღებს, რადგან იძახდა, გირაოს არ გადავიხდიო, ახლა რა გააკეთოს, არ იცის. დარწმუნებული ვარ, თავადაც ხვდება, რომ ახლა უნდა გამოვიდეს, სანამ ღიმილის მომგვრელი და სასაცილო გახდება მისი პოზიცია, რომ არ გამოვა არაფრის ფასად. ამიტომ უნდა ადგეს და მარტივად გამოვიდეს. არ მგონია, ამის გამო ვიღაცამ დასცინოს, სასაცილო მისი პოზიცია მაშინ იქნება, თუკი საკნის კარს ჩააფრინდება და იტყვის, არ გამოვალო. რომ გამოვიდეს და ევროკავშირმა გირაო გადაუხადოს, სულაც არ იქნება არც ღირსებაშელახული და არც სასაცილო მდგომარეობაში,“ - განაცხადა ელისაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა