თეგებით ძიება

არასრულწლოვანის სექსუალური შევიწროებისთვის ბრალდებული პირი სასამართლომ 600 ლარით დააჯარიმა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ არასრულწლოვანის სექსუალური შევიწროებითვის ბრალდებული პირი 600 ლარით დააჯარიმა - ამის შესახებ ინფორმაციას საია ავრცელებს.

როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პასუხისგებაში მიცემულმა პირმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა, თუმცა, სააპელაციომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაიზიარა და უცვლელი დატოვა:

"საია იცავდა არასრულწლოვანს, რომელის მიმართ საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროება განხორციელდა. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დაადგინა არასრულწლოვანზე განხორციელებული სექსუალური შევიწროების ფაქტი და პასუხისმგებელი პირი 600 ლარით დააჯარიმა. სასამართლოს განმარტებით, სექსუალური შევიწროების მუხლის მიზნებისთვის, ,,საზოგადოებრივ ადგილად მიჩნეულ უნდა იქნეს ნებისმიერი ადგილი, სადაც ნებისმიერ პირს აქვს ჰყოფნის უფლება ან ამ უფლების მოპოვების შესაძლებლობა.“

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულმა პირმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა, სააპელაციო სასამართლომაც გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დადგენილებაში მოყვანილი ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება და გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა." - ნათქვამია განცხადებაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა