თეგებით ძიება

საქართველო და უკრაინა ტრილატერალულ მოლაპარაკებებში მიიღებენ მონაწილეობას

საქართველო და უკრაინა 23 აპრილიდან პირველად მიუერთდებიან NATO-ს წევრი ქვეყნების, თურქეთის, პოლონეთისა და რუმინეთის სამმხრივ მოლაპარაკებებს. ამის შესახებ ტვიტერში საქართველოსა და უკრაინის უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები დავით ზალკალიანი და დიმიტრი კულება წერენ.
ზალკალიანი სამიტში მონაწილე ოთხივე ქვეყნის კოლეგას შეხვდა.

"უკრაინა და საქართველო, შავი ზღვის რეგიონში NATO-ს საკვანძო პარტნიორები, დღეს პირველად მიუერთდებიან სამმხრივ ფორმატს, რომელში შედიან თურქეთი, პოლონეთი და რუმინეთი, სადაც განიხილება ის გამოწვევები, რომელიც ჩვენი რეგიონის წინაშე დგას და მისი მომავალი," - წერს კულება.

ბუქარესტმა, ვარშავამ და ანკარამ სამმხრივი ფორმატი 2012 წელს დაარსეს, ალიანსის ჩიკაგოს სამიტზე, ხოლო დღეიდან ამ შეხვედრაში თბილისი და კიევი მიიღებს მონაწილეობას.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა