თეგებით ძიება

არა 20 ივნისის ამნისტიას - 25 აპრილს პარლამენტთან აქცია გაიმართება

20 ივნისის ამნისტიის კანონის ინიცირებასთან დაკავშირებით სამოქალაქო აქტივისტები 25 აპრილს პარლამენტთან აქციას გამართავენ.

აქციის ორგანიზატორები არიან "შეცვალე", მოძრაობა "საქართველოსთვის" და "დემოკრატიული მომავლისთვის". ისინი საკანონმდებლო ორგანოსთან დღის 15:00 საათზე შეიკრიბებიან და ამნისტიის კანონი ინიცირებას გააპროტესტებენ:

"19-21 ივნისის ღამეზე ამნისტია არის ანტისახელმწიფოებრივი, ის ემსახურება რუსეთის ინტერესებს და ორიენტირებულია გიორგი გახარიას მძიმე პოლიტიკური წარსულის გასუფთავებაზე.

კანონპროექტმა შესაძლოა ერთ სიბრტყეში დააყენოს, როგორც დამნაშავე ანტისაოკუპაციო აქციის დამრბევი ჯალათები, ისე დაზარალებულები, რაც სრულად მიუღებელი, ამორალური და დანაშაულებრივია.

სრულად ვემიჯნებით 20 ივნისის ამნისტიის კანონპროექტს! შეთანხმებაზე ხელმომწერი მხარეებისგან მოვითხოვთ, რომ საერთოდ არ დარეგისტრირდეს ეს დოკუმენტი აღნიშნული შინაარსით.

საქართველოს პატრიოტებს, ვისთვისაც მნიშვბელოვანია ჩვენი სახელმწიფო, ტერიტორიული მთლიანობა და ეროვნული ღირსება, მოგიწოდებთ, კვირას, 25 აპრილს, 15:00 სთ-ზე შევიკრიბოთ პარლამენტის წინ და ერთად გავაპროტესტოთ ანტისახელმწიფოებრივი კანონპროექტი" - წერია განცხადებაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა