თეგებით ძიება

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და ნიკა მელია არ აპირებენ არანაირ გირაოს გადახდას ხელისფულების საამებლად - ნუგზარ წიკლაური

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, პარტიის თავმჯდომარე არ აპირებს არანაირი გირაოს გადახდას ხელისფულების საამებლად.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას სახელით მინდა ვუპასუხო იმ პროპაგანდას, რომელიც ბოლო დღეებში აწარმოებს მმართველი პარტია და ზოგერითი ოპოზიციური პარტია, თითქოს ამნისტიის კანონის მიღებაზე იძულებულები გახდნენ მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ნიკა მელიამ უარი განაცხადა გირაოს გადახდაზე, თითქოს ციხიდან გამოსვლის გასაღები არის ნიკა მელიას ხელში, დანანებით უნდა ავღნიშნო ის შეცდომა, რომელიც დაუშვა აშშს ელჩმა კენი დეგნანმა, როდესაც თქვა, რომ ნიკა მელიას გადასაწყვეტია, როდის დატოვებს საპატიმროს. ამ უსამართლო პროცესის დაწყებიდანვე, ციხის გასაღები ყოველთვის ჰქონდა “ქართულ ოცნებას” მას შეეძლო შეეწყვიტა უსამართლო საქმის წარმოება ნიკა მელიას წინააღმდეგ, პროკურატურის უბრალო განცხადებით. მას ეს შეუძლია გააკეთოს დღეს, ხვალ და ნებისმიერ მომენტში, მაგრამ “ქართული ოცნების” და ვინც ხელი მოაწერა იმ პარტიების ამოცანა არის, გამართლებულნი იქნან 20 ივნისის ჯალათები.

რაც შეეხება გირაოს, გირაო იყო პოლიტიკური ინსტრუმენტი ისევე როგორც მათ მიიღეს პოლიტიკური გადაწყვეტილებები “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისში შემოჭრის და პარტიის თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და პარტიის თავმჯდომარე არ აპირებენ არანაირ გირაოს გადახდას ხელისფულების საამებლად.

“ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” ასევე სურს დაუდასტუროს ყველა იმ ადამიანს ვინც 20 ივნისს გამოვიდა ღირსების დასაცავად ხელისუფლების და გავრილოვის წინააღმდეგ, რომ ყოველთვის იქნება მათ გვერდზე და არა იმ ჯალათების გვერდზე და გასამართლებლად, რომლებმაც ქართველ ხალხს დაუშინეს ტყვია."- აღნიშნა წიკლაურმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა