თეგებით ძიება

არ გვინდა ხეებზე ჯდომასთან და მოღალატეებთან კავშირი გვქონდეს - ნუგზარ წიკლაური

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნუგზარ წიკლაური აცხადებს, რომ მის პარტიას არ სურს, რაიმე კავშირი ჰქონდეს იმ გამონათქვამებთან, რომლებიც დასავლელი პარტნიორების მისამართით „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა გააკეთა.

„ჩვენ გვაქვს საკუთარი ტერმინოლოგია. ჩვენ ვხმარობთ სიტყვებს იმ შეფასებებისთვის, რომელთა გამოთქმაც გვსურს. არ გვინდა, რომ ხეებზე ჯდომასთან და მოღალატეებთან დაკავშირებით გამონათქვამებთან რაიმე კავშირი გვქონდეს“, - აცხადებს ნუგზარ წიკლაური.

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა, ევროპარლამენტის წევრ მარინა კალიურანდს რუსი დეპუტატი უწოდა და განაცხადა, რომ ევროკავშირს უყვარს და მოსწონს ფულიანი ოლიგარქია საქართველოში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა