თეგებით ძიება

15 მაისის აქცია არ გადადებულა, თუმცა შეიძლება ფორმა შეეცვალოს - ხატია დეკანოიძე

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ოპოზიციის მიერ 15 მაისს დაგეგმილი აქცია ძალაში რჩება, თუმცა შეიძლება ფორმა შეეცვალოს.

როგორც დეკანოიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, უახლოეს პერიოდში ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართება, რომელზეც გაირკვევა იქნებიან თუ არა ისინი კვლავ ჩართული საორგანიზაციო საკითხებში.

„ჯერჯერობით 15 მაისის აქცია არ გადადებულა და ძალაშია. ჩვენ არ გვქონია კონსულტაციები სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, რომლებმაც ხელი მოაწერეს და შევიდნენ პარლამენტში. უახლოეს პერიოდში გავმართავთ მათთან შეხვედრას, რომელიც იქნება დაკავშირებული სწორედ ამ საკითხთან - იქნებიან თუ არა ისინი კვლავ აქტიურად ჩართული საორგანიზაციო საკითხებში. მე მესმის მათი დამოკიდებულება, მიიღეს გადაწყვეტილება, რომელიც მიაჩნდათ კრიზისის განმუხტვის კუთხით მნიშვნელოვნად, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას, როდესაც ნიკა მელია გათავისუფლდება. წარმოუდგენელია თავმჯდომარის ციხეში ყოფნის პირობებში პარტიამ რაიმე გადაწყვეტილებაზე იმსჯელოს. ამიტომ შევხედოთ, 15 მაისის აქცია არ გადადებულა, შეიძლება ფორმა შეეცვალოს, სახელი ან სხვა, თუმცა სხვა პარტიებთან ჯერჯერობით კონსულტაციები არ გაგვიმართავს”, - ამბობს დეკანოიძე


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა