„ქართული ოცნება“ ფიქრობს, რომ დამარცხდა ამ მოლაპარაკებებში და ერთ-ერთი მთავარი მომლაპარკებელი დასაჯა" - ვაშაძე თალაკვაძეზე
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ოპოზიციასთან მოლაპარაკებებში "ქართული ოცნება" დამარცხდა, რის გამოც მმართველმა გუნდმა ერთ-ერთი მომლაპარაკებელი, არჩილ თალაკვაძე დასაჯა.
"დღევანდელი დღით ცალსახად დადასტურა, რომ „ქართული ოცნება“ ფიქრობს, ის დამარცხდა ამ მოლაპარაკებებში, მას მოუწია ძალიან ბევრ კომპრომისზე წასვლა და ერთ-ერთი მთავარი მომლაპარკებელი უბრალოდ დასაჯა ამისათვის.
ეს არის პასუხი იმ ოპოზიციის მხარდამჭერებისთვის ან თუნდაც, ოპოზიციური პოლიტიკოსებისთვის, რომლებსაც გულით უნდა, რომ ეს შათანხმება საკუთარ მარცხად გააფორმოს", - აცხადებს ვაშაძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ დღეს განაცხადა. თალაკვაძეს კახა კჭავა ჩაანაცვლებს.