თეგებით ძიება

"ამაზრზენია "ნიკორაში" სულისშემხუთავი საცობი... ქალბატონი ცუდად გახდა...სრული ჯოჯოხეთია" - თამარ ივერი ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავს

მომღერალი თამარ ივერი, მაღაზიათა ქსელ "ნიკორას" ერთ-ერთ ფილიალში არსებულ ვითარებაზე სოციალურ ქსელში წერს და ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავს, რათა აღნიშნულ მაღაზიაში კოვიდპანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების დაცვა მოხდეს.

"ამაზრზენია ყოველ საღამოს დიდი დიღმის 3 მიკროს 24/7 რეჟიმის მარკეტ "ნიკორა"ში,საკვების სტენდებს შორის უვიწროეს რიგში უამრავი მყიდველის სულისშემხუთავი საცობი.დისტანციაზე ხომ ყოველგვარი საუბარი ზედმეტია....ამ უჰაერობაში პირბადით დგომა იმდენად აუტანელია ადამიანისთვის რომ ჩემს წინ მდგომი ქალბატონი ცუდად გახდა და იძულებული იყო დაეტოვებინა საქონელი და სასწრაფოდ გასულიყო.ასევე ცუდად გავხდი მეც უჰაერობით! ასევე,შემოდიან ბავშვიანი ქალები,მოხუცები და ერთი პურით ან რძით ხელში 1კილომეტრიანი ჩაჭეჭყილი რიგის შემხედვარე...ან ხელს ჩაიქნევენ,ტოვებენ საყიდ საქონელს და გადიან...ან იძულებულები არიან იდგნენ მინიმუმ 30-40წუთი გაუსაძლის,უჰაერო,ჩაჭეჭყილ "ოსვენციმურ"რიგში,რომელიც საოცრად ნელა და ზოზინით მიდის.(წესით,უნდა იდგეს კარებში დაცვა და 10 კაცზე მეტს არ უშვებდეს ხომ??? ) საბრალო ერთ კინკილა გამყიდველს "ღნაცი" აღარ აქვს ხალხის ამხელა ნაკადის გასტუმრების და არის ერთი ცოდვა-კითხვის ამბავი!! როგორ,ამხელა ბრენდ-მარკეტს,მისი საკმაოდ გაბერილი ფასებით,იმის საშუალება არ აქვს რომ ღამის ცვლის მეორე მოლარეც აიყვანოს როცა მაღაზია 24/7 რეჟიმისაა? ან საკუთარ გამყიდველს საშვი მაინც გაუკეთოს რომ 9 საათზე,ხალხი როცა შეწყდება მარკეტში...მან მერე დატოვოს მაღაზია??? თუ ჩვენგან მხოლოდ ფულის და სარგებლის მიღებაა მთავარი და არა ჩვენს კომფორტზე და ბოლობოლო უსაფრთხოებაზე ზრუნვა? ამას იმიტომ ვწერ რომ,ჩემს მოთხოვნაზე თუ სად არის ამ დროს მეორე მოლარე? მითხრეს რომ მეორე მოლარე ადრე ამთავრებს და მიდისო(!!ტაშიიი) ასე რომ ყოველ საღამოს(!) ამ მარკეტში გაყიდვის სრული ჯოჯოხეთია.!!!! ის შენობის ვიწრო ,ხალხით სავსე бомбоубежищеს და ბუნკერს უფრო მოგაგონებთ.უსასრულო რიგი იმდენად გრძელია რომ ჩათვალეთ რომ ნაყინს ან კარაქს გარეთ სრულად გამდნარს,ხოლო ცივ სასმელს უკვე თბილს გაიტანთ!!! ეს უსასრულო ვიწრო რიგი ვირუსის პირდაპირი კერაა,რადგან ხალხი ,იმის გამო რომ ემატება და ემატება....მჭიდროდ ეკვრიან ერთმანეთს და ერთმანეთის ოხშივარში უწევთ 30-40 წუთი დგომა!!! პირბადე აქ უკვე უძლურია!

იქნებ ხმა მიეწვდინოს ჯანდაცვის სამინისტროს,რაღაც ზომები მიიღოს მაღაზიამ,კეთილი ინებოს და დანიშნოს მეორე გამყიდველი და გააფართოვოს მომხმარებელთა სალოდინო მწკრივები.სიტუაცია ყოველ საღამოს 7-9 საათამდე საგანგაშო და კრიტიკულია!!!! ", - წერს თამარ ივერი ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა