თეგებით ძიება
07. 09. 2024 სპორტი

4:0 - საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი გოლი ჩეხეთის კარში

4:0 - საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი გოლი ჩეხეთის კარში.

ერთა ლიგის B დივიზიონის პირველ ტურში საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ჩეხეთთან დაპირისპირებაში მეოთხე გოლი გაიტანა. მეტოქის კარში ბურთი ამჯერად გიორგი ქოჩორაშვილმა შეაგდო.

თამაში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე იმართება.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში არიან მამარდაშვილი, კაკაბაძე, გველესიანი, კაშია, დვალი, ლოჩოშვილი, კიტეიშვილი, ქოჩორაშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, მიქაუტაძე.

სათადარიგო შემადგენლობაში არიან ლორია, გუგეშაშვილი, გოგლიჩიძე, ტაბიძე, გოჩოლეიშვილი, აზაროვი, წიტაიშვილი, ნონიკაშვილი, ალთუნაშვილი, ლობჟანიძე, დავითაშვილი, ზივზივაძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა