საქართველოს ნაკრები ჩეხეთს 2:0 ამარცხებს
ერთა ლიგის B დივიზიონის პირველ ტურში საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ჩეხეთთან დაპირისპირებაში მეორე გოლი გაიტანა. ამჯერად მეტოქის კარი თამაშის მეორე ტაიმში გიორგი ჩაკვეტაძემ აიღო. პირველ ტაიმში კი ხვიჩა კვარაცხელიამ პენალტით იმარჯვა.
თამაში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე იმართება.
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში არიან მამარდაშვილი, კაკაბაძე, გველესიანი, კაშია, დვალი, ლოჩოშვილი, კიტეიშვილი, ქოჩორაშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, მიქაუტაძე.
სათადარიგო შემადგენლობაში არიან ლორია, გუგეშაშვილი, გოგლიჩიძე, ტაბიძე, გოჩოლეიშვილი, აზაროვი, წიტაიშვილი, ნონიკაშვილი, ალთუნაშვილი, ლობჟანიძე, დავითაშვილი, ზივზივაძე.