არავინ აპირებს, რომ ეს ამნისტია ჯალათებს შეეხოს - ზურა ჯაფარიძე
არავინ აპირებს, რომ ეს ამნისტია ჯალათებს შეეხოს, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ოფისში, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრა დასრულების შემდეგ "გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ განაცხადა.
„არავინ აპირებს, რომ ეს ამნისტია ჯალათებს შეეხოს, ბრძანების გამცემებს. ეს იყო საერთო ატმოსფერო ამ შეხვედრის, ასე იქნება პოზიციონირება ჩვენი მხრიდან. 3 პოლიციელია, როგორც თვითონ ამბობენ. მადლობა, ყველას ვინც გვაკრიტიკებდა, ვინც მოგვიწოდებდა - ასე არ ქნათ, ისე არ ქნათ. ისედაც არავინ არ აპირებდა, მე როგორც გავარკვიე მსგავსი რამის დაშვებას“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ," - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.
შეხვედრას ის ოპოზიციონერები ესწრებოდნენ, რომლებმაც შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს: