თეგებით ძიება

"ვარლამ გოლეთიანმა დღეს, პრაქტიკულად, ფატალური შეცდომა დაუშვა..." - გია ხუხაშვილი

პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში "რიონის ხეობის მცველის" შესახებ წერს და აცხადებს, რომ ვარლამ გოლეთიანმა დღეს მარტვილშის ეპარქიაში ჩასვლით, შეცდომა დაუშვა.

"ვარლამ გოლეთიანმა დღეს, პრაქტიკულად, ფატალური შეცდომა დაუშვა ...", - წერს ხუხაშვილი ფეისბუქზე.

შეგახსენებთ, რომ მარტვილში, სოფელ სალხინოში, დადიანების საზაფხულო რეზიდენციაში, ღვთისმშობლის შობის ტაძრის ეზოში დაპირისპირება იყო. ხელჩართული ჩხუბი და უკმაყოფილება რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენის, კლიმენტი კეკუტიას გამოჩენას მოჰყვა. დაპირისპირების გამო გამოძიება დაიწყო.

ინციდენრის შემდეგ, "რიონის ხეობის" მცველები, მათ შორის ვარლამ გოლეთიანი ჭყონდიდის ეპარქიაში, სოფელ სალხინოში ჩავიდნენ.
როგორც გოლეთიანმა განაცხადა, მათი ჩასვლის მიზანი ეპარქიაში ცხოვრების მშვიდობიანად გაგრძელებას მხარდაჭერა იყო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა