თეგებით ძიება
26. 04. 2021 მსოფლიო

ჩერნობილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა (ფოტოები)

სტატიაში არსებული ფოტოები შეიცავს მძიმე კადრებს.

1986 წლის 26 აპრილს უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ბლოკში ავარია მოხდა.

ბირთვული აფეთქების შედეგად რეაქტორი მთლიანად დაინგრა, რამაც მისი მიმდებარე ვრცელი ტერიტორიის რადიოაქტიური დაბინძურება გამოიწვია.

ის შეფასებულია, როგორც უდიდესი ავარია ატომური ენერგეტიკის ისტორიაში.

ავარიის შედეგად გაჩენილმა რადიოაქტიურმა ღრუბელმა გადაიარა:

სსრკ-ის ევროპული ნაწილი, აღმოსავლეთი ევროპა, სკანდინავია, დიდი ბრიტანეთი და აშშ-ს აღმოსავლეთი ნაწილი.

არაოფიციალური ინფორმაციით, ჩერნობილის მოვლენებს 4 000 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

ჩერნობილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა (ფოტოები)


26.04.1986 1:23:50 საათი
აფეთქების შედეგად, შენობის სხვადასხვა განყოფილებაში და სახურავზე ხანძარი გაჩნდა. გავრცელდა რადიოაქტიური ნივთიერებები.

მათ შორის: ურანის იზოტოპი, იოდი-131, ცეზიუმი და სტონციუმი.

მდგომარეობა უარესდებოდა იმით, რომ სითბოთი ნგრევად რეაქტორში არაკონტროლირებადი ატომური და ქიმიური რეაქციები მიმდინარეობდა.



ავარიის მიზეზად პერსონალი დასახელდა.

ასეთი პოზიცია კატასტროფების გამომწვევი მიზეზების გამოძიებისათვის სსრკ- ში ფორმირებულმა სახელმწიფო კომისიამ, სასამართლომ და ასევე სსრკ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა (КГБ) დაიკავა

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო(МАГАТЭ), 1986 წლის[9] ანგარიშში ასევე მთლიანად უჭერდა მხარს ამ ვერსიას. რუსული მედიისა და საბჭოთა პუბლიკაციების ძირითადი ნაწილიც სწორედ, ამ ვერსიაზეადამყარებული.

ჩერნობილის კატასტროფის მიზეზი – ახალი ანალიზების განსხვავებული პასუხი


1986 წლის 25 აპრილის დილას, რამდენიმე ისეთი მოვლენა მოხდა, რამაც კატასტროფაში წვლილი შეიტანა.

ოპერატორები რეაქტორს დაბალ სიმძლავრეზე ამუშავებდნენ, რომელზეც ის არასტაბილური იყო. გარდა ამისა, უსაფრთხოების საჭირო ზომები დაცული არ იყო. თანამედროვე ანგარიშებში, ავარიის მიზეზები შემდეგია:

რეაქტორი არასწორად დაპროექტებული და საშიში იყო;

პერსონალი სავარაუდო საფრთხის შესახებ ინფორმირებული არ იყო;

პერსონალმა რამდენიმე შეცდომა დაუშვა და დაარღვია არსებული ინსტრუქციები.

დაცვის მექანიზმის გამორთვა, ან არ იმოქმედებდა ავარიის განვითარებაზე, ან არ შეეწინაღმდეგებოდა დოკუმენტების ნორმატივებს.


ავარიის შედეგები







ტრაგედიის მსხვერპლად არა მარტო, ის მოქალაქეები ითვლებიან, ვინც ავარიის დროს დაიღუპნენ, არამედ ახლომდებარე ტერიტორიაზე მაცხოვრებელი ადამიანებიც, რომლებიც მაისის დემონსტრაციაზე მივიდნენ.

ამ გათვლებით, ჩერნობილის კატასტროფა, დაღუპულთა რაოდენობით შესამჩნევად აღემატება ჰიროსიმისადა ნაგასაკის ატომური დაბომბვისას დაღუპულთა რაოდენობას.

25 აპრილს გაეროს მეცნიერებმა, რომლებიც ვენაში არსებული ატომური გამოსხივების გავლენას სწავლობენ, განაცხადეს, რომ 1991 დან 2015 წლამდე ფარისებრი ჯირკვლის კიბოს 20 ათასი შემთხვევა დაფიქსირდა, უმეტესად უკრაინასა და ბელორუსში, ასევე რუსეთის ნაწილში.

ჩერნობილი დღეს


ბოლო პერიოდში, აკრძალულ ტერიტორიაზე მტაცებელი ცხოველები გავრცელდნენ. განსაკუთრებით მგლების რაოდენობა ჭარბობს…

Current Biology-ზე გავრცელებული სტატიის თანახმად, ცხოველების დასახლება და მომრავლება რადიაციის გაქრობას არ ნიშნავს.

პორთსმუტისუნივერსიტეტის პროფესორის მტკიცებით, ამ ცხოველებს რადიაციის გავრცელება მსოფლიო მასშტაბით შეუძლიათ.






თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა