თეგებით ძიება
26. 04. 2021 მსოფლიო

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთისთვის უფრო მკაცრი სანქციების დაწესების წინააღმდეგია

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაიკო მაასმა განაცხადა, რომ რუსეთისთვის უფრო მკაცრი სანქციების დაწესების წინააღმდეგია.

ჰაიკო მაასის განმარტებით, რუსეთთან ურთიერთობებში დაძაბულობის გამო, საჭიროა დიალოგის გზით წასვლა.

„რუსეთთან ურთიერთობები ძალიან ცუდია, თუმცა ეს ურთიერთობები ასეთ მდგომარეობაში არ უნდა დარჩეს“, - განაცხადა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ჰაიკო მაასმა ასევე აღნიშნა, რომ დიპლომატიის არსი იმ ქვეყნებთან საუბარია, რომლებთანაც დაძაბული ურთიერთობები არსებობს.

ალექსეი ნავალნის საკითხზე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ უფრო მკაცრი სანქციები მისი გათავისუფლების ან მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით კონტრპროდუქტიული იქნება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა