თეგებით ძიება
26. 04. 2021 მსოფლიო

МI6-ის ხელმძღვანელი: ბრიტანეთმა რუსეთი გააფრთხილა, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, დიდი ფასის გადახდა მოუწევდა

დიდი ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის (МI6) ხელმძღვანელმა, რიჩარდ მურმა განაცხადა, რომ დიდმა ბრიტანეთმა რუსეთი გააფრთხილა, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, დიდი ფასის გადახდა მოუწევდა.

„რუსეთი აბსოლუტურად დარწმუნებულია ამ საკითხზე დიდი ბრიტანეთის პოზიციაში. მათ ასევე იციან, როგორია ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პოზიცია, ვინაიდან კომუნიკაციის არხები ღიაა“, - განაცხადა რიჩარდ მურმა.

დიდი ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის საზღვართან რუსეთის ჯარების კონცენტრირება ცივი ომის შემდეგ სამხედრო წარმომადგენლობის ყველაზე მასშტაბური ზრდა იყო.

„რუსეთი ახლა საკმაოდ რთულ პერიოდში იმყოფება. ობიექტურად თუ ვიმსჯელებთ, ეკონომიკური და დემოგრაფიული თვალსაზრისით, რუსეთი ჩამავალი სახელმწიფოა“, - განაცხადა რიჩარდ მურმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა