თეგებით ძიება
26. 04. 2021 მსოფლიო

თურქეთის თავდაცვის მინისტრი: პოლიტიკური განცხადებები ისტორიას ვერ შეცვლის

თურქეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰულუსი აქარმა განაცხადა, რომ 1915 წლის მოვლენებზე სიტყვა გენოციდის გამოყენებით აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისტორიული რეალობა დაამახინჯა.

თურქეთის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ პოლიტიკური განცხადებები ისტორიას ვერ შეცვლის.

„მხოლოდ განცხადებებით შეუძლებელია ისტორიის გადაწერა. წარსულის თემების შუღლისა და დაპირისპირების გაღვივების მიზნით გამოყენება დაუშვებელია“, - განაცხადა ჰულუსი აქარმა.

თურქეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ „თურქ და სომეხ ხალხს შორის მოვლენების გენოციდად დახასიათება ჩამორჩენილობისა და უვიცობის მაჩვენებელია“.

„ამგვარი ნაბიჯები რეგიონში ურთიერთობების მომავალს დააზიანებს“, - განაცხადა მან.

24 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ოსმალეთის იმპერიის მიერ, 1915-1923 წლებში, სომეხთა გენოციდი ოფიციალურად აღიარა. საპასუხოდ, ოფიციალურმა ანკარამ განაცხადა, რომ აშშ-ის ხელისუფლება უგულებელყოფს ისტორიას და ლობისტების მოთხოვნებს ემორჩილება. ჯო ბაიდენის განცხადების გამო, აშშ-ის ელჩი თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა