ირაკლი ქარსელაძე: პირველი ეტაპის პროექტების საორიენტაციო ღირებულება 500 მლნ ლარია
"მუნიციპალიტეტებში დაგეგმილი პროექტები ფინანსთა სამინისტროს მიერ მოძიებული სახსრებით განხორციელდება", - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
„საორიენტაციოდ, 500 მლნ ლარი პირველი ეტაპის პროექტების საორიენტაციო ღირებულებაა, რომლის განხორციელებასაც 4 წლის განმავლობაში ვაპირებთ. მათ შორის ბევრი ისეთი პროექტია, რომელიც მუნიციპალიტეტებში წელს აუცილებლად განხორციელდება. არის ისეთი პროექტებიც, რომლებიც შინაარსობრივად უფრო ხანგრძლივ პერიოდს მოითხოვს და მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში განხორციელდება“, - განაცხადა ქარსელაძემ.
მისი თქმით, რაც შეეხება დაფინანსების წყაროებს, პროექტები ფინანსთა სამინისტროს მიერ მოძიებული სახსრებით განხორციელდება და ახალი ვალის აღების ხარჯზე არ იგეგმება.
მთავრობა რეგიონების განახლების მასშტაბურ პროექტს იწყებს, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა დღევანდელი მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.