თეგებით ძიება

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 2021 წლის მარტში 487.11 მლნ ლარით შემცირდა

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2021 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით 487.11 მლნ ლარით (1.27%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.89%-ით შემცირდა) და მიმდინარე წლის პირველი აპრილისათვის 37.94 მლრდ ლარი შეადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 669.67 მლნ ლარით (3.93%-ით) შემცირდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 182.56 მლნ ლარით (0.85%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, შემცირდა 0.27%-ით).

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2021 წლის მარტის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 5.49 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.20%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 13.45 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.00%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.01%-ით ნაკლები).

მათივე ცნობით, 2021 წლის მარტის განმავლობაში 3.96%-ით, ანუ 749.87 მლნ ლარით შემცირდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი აპრილისათვის 18.20 მლრდ ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველი აპრილისათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 43.14 პროცენტი შეადგინა, 2021 წლის პირველი მარტის მდგომარეობასთან შედარებით, შემცირდა 1.20 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, შემცირდა 0.92 პროცენტული პუნქტით)


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა