თეგებით ძიება
26. 04. 2021 მსოფლიო

უკრაინის უშიშროების სამსახურმა ჩერნობილის სადგურის ავარიაზე საიდუმლო მასალები გამოაქვეყნა

უკრაინის უშიშროების სამსახურმა ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე 1986 წელს მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით საიდუმლო მასალები გამოაქვეყნა. ამის შესახებ www.rbc.ua იუწყება.

საარქივო მასალიდან ირკვევა, რომ ავარიები სადგურზე მანამდეც მომხდარა. ასე, მაგალითად 1982 წელს სადგურის პირველ ენერგობლოკზე რადიოაქტიური მასალების გაჟონვა მოხდა. საბჭოთა კავშირის უშიშროების კომიტეტის დასკვნაში აღნიშნულია, რომ „მიღებულია პანიკური და პროვოკაციული ჭორების გავრცელების საწინააღმდეგო ზომები“.

1984 წელს ავარიული სიტუაციები მე-3 და მე-4 ენერგობლოკებზე დაფიქსირდა. მოსკოვში იცოდნენ, რომ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი ყველაზე საშიში ატომური სადგური იყო, ვინაიდან მასზე დამცავი საშუალებები არ არსებობდა. 1986 წლის ივლისში, ანუ ავარიის შემდეგ გაჩნდა დირექტოვა, რომლითაც ავარიის ყველა დეტალის გასაიდუმლოებული გახდა.

ცნობისთვის, ზუსტად 35 წლის წინ, 1986 წლის 26 აპრილს უკრაინის ტერიტორიაზე (იმ დროისთვის — უკრაინის სსრ) მდებარე ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ენერგობლოკზე ავარია მოხდა. ეს იყო ბირთვულ მოვლენათა საერთაშორისო შკალით მეშვიდე დონის ერთადერთი შემთხვევა ისტორიაში. ბირთვული აფეთქების შედეგად რეაქტორი მთლიანად დაინგრა, რამაც მისი მიმდებარე ვრცელი ტერიტორიის რადიოაქტიური დაბინძურება გამოიწვია. ის შეფასებულია, როგორც უდიდესი ავარია ატომური ენერგეტიკის ისტორიაში, როგორც დაღუპულთა და მისგან დაშავებულ ადამიანთა რაოდენობით, ისე ეკოლოგიური დაბინძურებითა და ეკონომიკური ზიანით.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა