თეგებით ძიება
26. 04. 2021 მსოფლიო

მინსკის ფორმატი ან უნდა შეიცვალოს, ან გაუქმდეს - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმერ ზელენსკი აცხადებს, რომ "მინსკის ფორმატი" დონბასში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ან უნდა შეიცვალოს, ან გაუქმდეს.

"ახლა მე ვმონაწილეობ პროცესში, რომელიც ჩემს მოსვლამდე შეიქმნა. "მინსკის პროცესი" ამ სიტუაციაში უფრო მოქნილი უნდა იყოს. ის უნდა ემსახურებოდეს აწმყოს და არა წარსულის მიზნებს. არის ორი ვარიანტი" ჩვენ "მინსკის ფორმატის" შეცვლა, დაკორექტირება შეგვიძლია. ან შეგვიძლია რაიმე სხვა ფორმატის გამოყენება. სისწრაფეს აქვს მნიშვნელობა. ამ პროცესის ტემპი აუცილებელია, რადგან ჩვენ ყოველ დღე ადამიანებს ვკარგავთ", - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა ბრიტანეთს, კანადასა და აშშ-ის ამ საკითხის გარშემო დიპლომატიურ პროცესში მეტი მონაწილეობა მიიღონ. ამასთან, ზელენსკის თქმით, ის მზადაა, რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ნებისმიერ ადგილას შეხვდეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა