თეგებით ძიება
26. 04. 2021 მსოფლიო

ისააკ ნიუტონმა ყველაზე მნიშვნელოვანი ნაშრომები პანდემიის დროს, თვითიზოლაციაში დაწერა

იცით თუ არა, რომ ისააკ ნიუტონმა ყველაზე მნიშვნელოვანი ნაშრომები პანდემიის დროს, თვითიზოლაციაში დაწერა?

მაშინ, როცა ლონდონში შავი ჭირი მძვინვარებდა, ისააკ ნიუტონი ჯერ არც ცნობილი მეცნიერი იყო, არც “სერი” და მითუმეტეს არ პატივსაცემი პარიკი ჰქონდა მორგებული. ის უბრალოდ კემბრიჯში, ტრინიტი კოლეჯის სტუდენტი იყო. მეცნიერებს დრო დასჭირდათ, სანამ ჭირის გამომწვებ ბაქტერიებს აღმოაჩდნენ, მაგრამ მაშინაც კი, ხალხმა ავადმყოფობის თავიდან ასაცილებლად იმ პრაქტიკას მიმართა, რასაც დღეს მთელი მსოფლიო აკეთებს . 1965 წელს ეს სოციალური დისტანცირების თუ თვითიზოლაციის ვერსია იყო, უბრალოდ, ამ ტერმინის გამოყენების გარეშე.

კემბრიჯმა, სტუდენტები სახლში გაგზავნა სწავლის გასაგრძელებლად. ნიუტონისთვის ეს საცხოვრებლად სულსთროპში გადასვლას ნიშავდა, საგვარეულო სახლში კემრბიჯის ჩრდილო-დასავლეთით. მისი პროფესორების მითითებების გარეშე

მისი პროფესორების მითითებების გარეშე, ნიუტონის შრომითი ნაყოფიერება გაიზარდა. მოგვიანებით, დაავადების გამო იზოლაციაში გატარებული წლები, მისი მუშაობის ყველაზე ეფექტიან “საოცრებათა წლად” შეფასდა. პირველ რიგში, მან კემბრიჯში დაწყებულ ნამუშევრებზე მუშაობა განაგრძო და დაასრულა კიდეც, რომელსაც შემდგომში კალკულუსი ეწოდა. დიახ, ნიუტონმა კალკულუსი თვითიზოლაციის დროს შექმნა.

მოგვიანებით, საძინებელში, კარის საკეტიდან შემოსული მზის სხივის დაკვირვება დაიწყო. სწორედ ამ დროს ჩაატარა სინათლის დაშლისა და შეკრების ისტორიული ცდები, ამ პერიოდში დაიწყო ოპტიკის კვლევა. სულსთორპში, მის ფანჯარასთან ახლოს, ვაშლის ხე იყო. დიახ, სწორედ ის ვაშლის ხე. 1665-1666 წლებში, შავი ჭირის აფეთქებამ, ლონდონის მოსახლეობის 20% იმსხვერპლა.

ამ 2 წლის განმავლობაში ნიუტონმა დაწერა: "უსასრულ მცირეთა ანალიზი", "დეფერენციალური და ინტეგრალური აღრიცხვა", ჩაატარა სინათლის დაშლისა და შეკრების ისტორიული ცდები. დაიწყო ამრეკლი ტელესკოპის აწყობა, კალკულუსზე მუშაობა, დაებადა აზრი მსოფლიო მიზიდულობის შესახებ.

ნიუტონი კემბრიჯში 1667 წელს დაბრუნდა თეორიებით ხელში. მისმა ნამუშევრებმა მალევე მოიპოვეა აღიარება და 2 წელში, კემბრიჯის პროფესორიც გახდა. ასე რომ, თუ მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში თვითიზოლაციაში ხართ, მუშაობა ან სწავლა სახლიდან გიწევთ, ნიუტონის მაგალითი ხშირად გაიხსენეთ. სხვადასხვა ექსპერიმენტებისთვის გამოთავისუფლებულმა დრომ, შესაძლოა, მსოფლიოც კი შეგაცვლევინოთ.

ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ იჯდა ნიუტონი ხის ქვეშ, თავზე დაეცა ვაშლი და უცებ მიხვდა გრავიტაციის არსს, ლეგენდას უფრო ჰგავს. მისი ასისტენტის, ჯონ კონდუტის თანახმად კი, ამ ამბავში ჭეშმარიტების ელემენტი არსებობს. აი, როგორ განმარტა ვაშლის ისტორია მოგვიანებით კონდუქტმა: “ეზოში მყოფმა ნიუტონმა, გააცნობიერა, რომ ძალა დედამიწაზე (ძალა, რამაც ვაშლი ხიდან ჩამოადგო) არ შემოიფარგლებოდა შეზღუდული დისტანციით და სავარაუდოდ, ეს მიზიდულობა უფრო შორ მანძილებზე მოქმედებდა, ვიდრე გვეგონა. “იქნებ ეს ძალა მთვარემდე აღწევს”? - ჰკითხა მან საკუთარ თავს,” - წერს კონდუიტი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა