თეგებით ძიება
26. 04. 2021 მსოფლიო

საფრანგეთში სომხები თურქებს თავს დაესხნენ, დაჭრილია 4 ადამიანი

საფრანგეთის ქალაქ სენ-დე-ვოგეზეში სომეხი ეროვნების 40-კაციანი ჯგუფი ადგილობრივ თურქებს თავს დაესხა. ამის შესახებ „ანადოლუ“ იუწყება.

ამ ინფორმაციის მიხედვით, სომხების ჯგუფი თურქების სახლში შეიჭრა და მათ ფიზიკურად გაუსწორდა. თავდამსხმელები ბეისბოლის კეტებით, დანებით და რკინის არმატურით იყვნენ შეიარაღებულები.

თავდასხმის დროს 4 ადამიანი დაიჭრა. ერთ-ერთ მათგანს თავის ქალა დაუზიანეს. მეორეს კი ოპერაცია დასჭირდა.

ოჯახის წევრები, რომლებზეც თავდასხმა მოხდა, აცხადებენ, რომ ჯგუფის შემადგენლობაში მთიან ყარაბაღში მიმდინარე კონფლიქტის მონაწილე პირებიც იყვნენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა