თეგებით ძიება
26. 04. 2021 მსოფლიო

2020 წელს სამხედრო ხარჯებმა მსოფლიოში რეკორდი დაამყარა

სტოკჰოლმის საერთაშორისო ინსტიტუტის კვლევების მიხედვით, მსოფლიოში სამხედრო ხარჯებმა 2020 წელს რეკორდი დაამყარა და 2 ტრილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ „ანადოლუ“ იუწყება.

ეს სამხედრო ხარჯების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 1988 წლიდან. 2019 წელთან შედარებით სამხედრო ხარჯები 2,6%-ით გაიზარდა.

კვლევების მიხედვით, კორონავირუსის პანდემიას სამხედრო ხარჯებზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა არ მოუხდენია.

აშშ-ის სამხედრო ხარჯები საერთო მოცულობის 39%-ს შეადგენს და 778 მილიარდი აშშ დოლარია. მოწინავე ხუთეულში შევიდნენ ასევე ჩინეთი, ინდოეთი, რუსეთი და დიდი ბრიტანეთი, რომელთა წილი საერთო ხარჯების 62%-ს შეადგენს.

აშშ თავისი სამხედრო ბიუჯეტის უდიდეს ნაწილს ბირთვული არსენალის მოდერნიზებაზე და ახალი ტიპის შეიარაღების შეძენაზე ხარჯავს. რაც შეეხება ჩინეთს, მისი სამხედრო ხარჯები 2020 წელს წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად არ შეცვლილა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა