თეგებით ძიება

"ვიტირო, ვიჩხუბო თუ რა წყალში გადავხტე... ოპერატორი მეუბნება, ჯგუფის გაფრთხილება დაგვავიწყდა და ხვალამდე დენი არ გექნებაო" - სალომე სამუშია

სოციალური ქსელის მომხმარებელი, სალომე სამუშია ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ფეისბუქზე წერს:

"დღეს დამავიწყდა რომ დენის გადახდის ბოლო დღე მქონდა.
დილით რომ გავედი სახლიდან შუქი იყო, 2 ზე მოვედი და არ დამხვდა, ვიფიქრე რაღაც ავარიაა და მოვათქო, 20-25 წუთის მერე დავრეკე და თქვენ გაქვთ დავალიანება და ჩაგიჭრესო.
3 საათზე გადავუხადე, დავრეკე და ჩავაბარე ,,ატჩოტი" გადახდილია და ჩამირთეთქო.
6 მდე ჩაირთვებაო, მოვდივარ ეხლა სახლში და დენი არარის.
ვრეკავ და ოპერატორი მეუბნება დაგვავიწყდა გაფრთხილება ჯგუფის და ხვალამდე დენი არ გექნებაო.
ს.ს თელასი - ოფიციალური გვერდი ვზივარ 6% მობილურით, არა თბილი წყალი, არა ჩაი არა ყავა ...რას ქვია დაგავიწყდათ!
კომენდანტის საათიც იწყება, წვიმის გამო ტაქსი არ მოდის დედაჩემთან რომ გავიდე.
პ.ს ჩემს ბედს ჩემსას!
ვიტირო ვიჩხუბო თუ რა წყალში გადავხტე..
პ.ს.ს გლოვოს კურიერი როგორც ამანათს ისე არ წამიღებს დიღომში?!", - წერს სამუშია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა