თეგებით ძიება

"ნიკა მელიამ გადადგა მისთვის მძიმე, მაგრამ ერთადერთი სწორი ნაბიჯი" - ირინა სარიშვილი

ყოფილი დეპუტატი, ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში ქვეყანაში განვიტარებულ პოლიტიკურ სიტუაციას აფასებს:

"ნიკა მელიამ გადადგა მისთვის მძიმე, მაგრამ ერთადერთი სწორი ნაბიჯი – ამნისტიის სანაცვლოდ თანახმაა ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდაზე.
ფაქტია, რომ ამ ნაბიჯით ნიკა მელიამ მოხსნა გავრილოვის ღამის დარბევაში მონაწილე სამართალდამცავი კრიმინალების განთავისუფლების საფრთხე, თან უაღრესად რთული მდგომარეობიდან გამოიყვანა ამნისტიის მუხლზე ხელმომწერი ოპოზიციონერები.
მანამდე ნიკა მელიამ საკუთარი თავის გადადებით პატიმრობისთვის, ჩიხში შესული სიტუაცია გააცოცხლა, რის გამოც დადგა ის შედეგი, რაც დადგა.
ვფიქრობ, ჯერ ჩიხიდან და შემდეგ ხაფანგიდან დახსნილი ოპოზიცია მესამედ აღარ გაყოფს თავს ყულფში და სწორ დასკვნებს გაკეთებს, რაც აუცილებლად წაადგება ჩვენს საერთო საქმეს. საქმეზე ვლაპარაკობ, თორემ ვინ ვინ არის, ამ პროცესებმა შესანიშნავად გვაჩვენა ყველას.
ნიკა მელია ბრავო!", - წერს სარიშვილი ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა