თეგებით ძიება

"მელია ახლა მორალურად აბსოლუტურად გამართულია, როგორც არ უნდა დასრულდეს ეს პარტია, ვერავინ გაიშვერს მისკენ ხელს" - გია ხუხაშვილი

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის დღევანდელ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ ნიკა მელია ახლა მორალურად აბსოლუტურად გამართულია, ვერავინ გაიშვერს მისკენ ხელს.

"პოლიტიკური შეთანხმების ენდშპილი ასე გამოიყურება:
1. ქართული ოცნების მხრიდან ამნისტიის ლობირება ნიშნავს, რომ ამნისტია მათ საკუთარი დანაშაულის დასაფარად ჭირდებოდათ და არა მელიას გასათავისუფლებლად.
2. ხელმომწერი ოპოზიციის მხრიდან რაიმე კომპრომისზე წასვლა ისეთ საქმეებზე, სადაც დაზარალებული არსებობს პოლიტიკური სუიციდის ტოლფასი იქნება.
3. მელია ახლა მორალურად აბსოლუტურად გამართულია. როგორც არ უნდა დასრულდეს ეს პარტია, ვერავინ გაიშვერს მისკენ ხელს, რომ რაიმე მორალური კომპრომისი დაუშვა.
დაველოდოთ...",- წერს ხუხაშვილი ფეისბუქზე.

ცნობისთვის, დღეს ენმ-ის ლიდერმა, ნიკა მელიამ ოპოზიციას და "ქართულ ოცნებას" მიმართა, გამოითხოვონ პარლამენტიდან 20 ივნისის ამნისტიის პროექტი და თქვა, რომ ასეთ შემთხვევაში, მზადაა, ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოს დათანხმდეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა