თეგებით ძიება
27. 04. 2021 მსოფლიო

პენტაგონი არ მოელის, რომ აშშ-სა და თურქეთს შორის ურთიერთობა დაიძაბება

პენტაგონი არ მოელის, რომ სომეხთა გენოციდის შესახებ ჯო ბაიდენის განცხადება სამხედრო სფეროში აშშ-სა და თურქეთს შორის ურთიერთობებზე გავლენას მოახდენს. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

„არ მოველით თურქეთთან სამხედრო ურთიერთობებში ცვლილებებს. თურქეთი ჩვენი მოკავშირეა ნატოს ფარგლებში. არ მოველით, რომ პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადება სამხედრო სფეროში ურთიერთობებს შეეხება. იმედი მაქვს, რომ ეს ურთიერთობები მხოლოდ გაძლიერდება“, - აღნიშნა პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

24 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ოსმალეთის იმპერიის მიერ, 1915-1923 წლებში, სომეხთა გენოციდი ოფიციალურად აღიარა. საპასუხოდ, ოფიციალურმა ანკარამ განაცხადა, რომ აშშ-ის ხელისუფლება უგულებელყოფს ისტორიას და ლობისტების მოთხოვნებს ემორჩილება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა