თეგებით ძიება

ავიაკომპანია Georgian Airways-მა სატვირთო გადაზიდვების შესრულება დაიწყო

ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი სამგზავრო ავიარეისებთან ერთად სატვირთო გადაზიდვებს განახორციელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანია „Georgian Airways”-ის ახალი საჰაერო ხომალდის, Boeing 737-800-ის საფრენად ვარგისობის სერტიფიცირების პროცესი დაასრულა და თვითმფრინავი სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში დაარეგისტრირა.

Boeing 737-800 (ამოსაცნობი ნიშანი 4L-TIG) ტიპის საჰაერო ხომალდი მოდიფიცირებულია კარგო გადაზიდვების განხორციელებისთვის და ავიაკომპანიის მიერ სააგენტოში წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, ჩარტერული სატვირთო რეისების შესრულებაზე იქნება ორიენტირებული. პირველ სატვირთო ავიარეისს თბილისი - ურუმჩი - თბილისის მიმართულებით Georgian Airways-ი დღეს ასრულებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა