თეგებით ძიება
27. 04. 2021 მსოფლიო

CNN: აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაისში უკრაინას შეიძლება ვიზიტით ეწვიოს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი მაისში უკრაინას ვიზიტით შეიძლება ეწვიოს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი უკრაინის მთავრობაში წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

CNN-ის ინფორმაციით, კიევში ენტონი ბლინკენის ვიზიტმა უნდა ცხადყოს, რომ ვაშინგტონი მოსკოვის მიმართ ხისტ კურსზე უარს არ იტყვის.

„ის ფაქტი, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია თავის მთავარ დიპლომატს უკრაინაში აგზავნის ბაიდენი-პუტინის შეხვედრამდე რამდენიმე კვირით ადრე მკაფიო სიგნალია იმისა, რომ აშშ მხარს უჭერს უკრაინას და მას როგორც მოკავშირეს აფასებს“, - აღნიშნავს ტელეკომპანია CNN-ი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა