თეგებით ძიება
27. 04. 2021 მსოფლიო

ევროკომისიის პრეზიდენტი - ეს იმიტომ მოხდა, რომ ქალი ვარ

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ თურქეთში მომხდარი ინციდენტი, რომლის დროსაც ის სკამის გარეშე დარჩა, სექსიზმს უკავშირდება.

„ვერ ვპოულობ ვერანაირ გამართლებას, თუ როგორ მომექცნენ თურქეთში და უნდა დავასკვნა, რომ ეს იმიტომ მოხდა, რომ ქალი ვარ“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ნაწყენი დარჩა და თავი მარტოდ იგრძნო როგორც ქალმა და როგორც ევროპელმა.

6 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და ევროკომისიის ხელმძღვანელი ურსულა ფონ დერ ლაიენი თურქეთს ოფიციალური ვიზიტით ესტუმრნენ. ერდოღანთან შეხვედრის დროს ევროკომისიის პრეზიდენტი სკამის გარეშე დატოვეს. ევროკომისიის ხელმძღვანელი ამ ნაბიჯით აშკარად გაღიზიანებული დარჩა და მას რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და შარლ მიშელისგან მცირედი დაშორებით, გრძელ ტახტზე განთავსება მოუწია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა