თეგებით ძიება

2021 წელს, გადამხდელებს, დღგ-ის ზედმეტობის სახით, ავტომატურად 500 მილიონ ლარზე მეტი დაუბრუნდათ

2021 წელს, გადამხდელებს, დღგ-ის ზედმეტობის სახით, ავტომატურად 500 მილიონ ლარზე მეტი დაუბრუნდათ. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 2020 წლიდან, საგადასახადო ადმინისტრირებაში, თავისი მასშტაბიდან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, დღგ-ის გადამხდელებისათვის ამოქმედდა დღგ-ის ზედმეტობის სრულად ავტომატურ რეჟიმში, უკან დაბრუნების სისტემა, რაც გულისხმობს კონკრეტული თვის ჭრილში წარმოდგენილი დეკლარაციების საფუძველზე, არსებული დღგ-ის ზედმეტობის ავტომატურად დაბრუნებას გადამხდელის საბანკო ანგარიშზე.

პროცესი ეფუძნება შემოსავლების სამსახურის მიერ, შემუშავებული განახლებული პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით რისკების შეფასების თანამედროვე სისტემას.

„აღნიშნული რეფორმის შედეგად, 2021 წელს, გადამხდელებს ავტომატურად, ყოველგვარი შეფერხებისა და მოთხოვნის გარეშე, ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი თანხა დაუბრუნდათ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ბიზნესს გაუჩნდა წვდომა ნახევარ მილიარდ ლარზე მეტ თავისუფალ ფულად რესურსზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკის ზრდისა და განვითარებისთვის.

დღგ-ის ზედმეტობების მარტივად და დროულად დაბრუნებას, COVID-19-ით გამოწვეული უპრეცედენტო მასშტაბის მქონე ეკონომიკური კრიზისისა და შეზღუდვების პირობებში, განსაკუთრებით მასტიმულირებელი ეფექტი ექნება მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა