თეგებით ძიება

ზურაბ ქადაგიძე ნიკა მელიაზე: გირაოს გადახდასაც აპირებს და პარლამენტშიც შევა

ექსპერტი ზურაბ ქადაგიძე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებას გამოეხმაურა.

„ბატონმა ნიკანორმა:
-ვერ დამიჭერთ...
-ვადამდელ არჩევნებს დავნიშნავთ...
-არ გადავიხდი გირაოს...
-არ შევალთ პარლამენტში...
არადა...
-დაიჭირეს, ვადამდელის პერსპექტივა დასრულდა, გირაოს გადახდასაც აპირებს და პარლამენტშიც შევა.

სამწუხაროდ, ბატონი მელია უფრო გამჭრიახი პოლიტიკოსი მეგონა და ვერ წარმოვიდგენდი,თუ მხოლოდ სააკაშვილის „ტორპედოს“ ფუნქციას შეასრულებდა“, - წერს ქადაგიძე Facebook-ზე.

ნიკა მელიამ აზრი შეიცვალა და განაცხადა, რომ ამნისტიის კანონპროექტის გაწვევის შემთხვევაში ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოს დათანხმდება. ოპოზიციამ და ხელისუფლებამ ამნისტიის საკითხზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და საკუთარ კანონპროექტებს ცალ-ცალკე დაარეგისტრირებენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა