ირაკლი ზარქუა - გიორგი რურუა რომ პოლიტპატიმრობაზე დებს თავს, ეს უკვე კომედიაა
"გიორგი რურუა რომ პოლიტპატიმრობაზე დებს თავს, ეს უკვე კომედიაა, კომიქსების ჟანრიდანაა",- ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებს გიორგი რურუას გათავისუფლებასთან დაკავშირებით განუცხადა.
როგორც ზარქუა აღნიშნავს, რურუას გათავისუფლება შეთანხმების ნაწილი იყო, რათა სიტუაცია განიმუხტოს.
„ეს არის შეთანხმება და ჩვენმა პარტნიორებმა თქვეს, იმისთვის, რომ სიტუაცია განიმუხტოს, ეს აუცილებელია. მადლობა პრეზიდენტს, რომ ეს ვალდებულება აიღო”,- განაცხადა ზარქუამ.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიორგი რურუას შეწყალების აქტს ხელი გუშინ მოაწერა და რურუა გუშინვე გათავისუფლდა.