თეგებით ძიება

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული აშშ-ის ელჩს შეხვდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, მალხაზ თორია ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს კელი დეგნანს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრას, რომელიც სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში გაიმართა ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია, კულტურის ატაშე ალთეა ქოული-მარფი და პოლიტიკური მრჩეველი უილიამ სიბერი ესწრებოდნენ.

სახელმწიფო რწმუნებულმა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს სტრატეგიული პარტნიორობისთვის, ქვეყნისა და რეგიონის მხარდაჭერისა და დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

,,მინდა, მადლობა გადაგიხადოთ იმ მხარდაჭერისთვის, რასაც ჩვენი რეგიონის მიმართ გამოხატავთ. USAID სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში ჩვენი მოქალაქეები იღებენ სარგებელს ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის სფეროების განსავითარებლად. ასევე მინდა, გამოვყო ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საქმიანობა, რომელმაც ჩვენს რეგიონში არაერთი სკოლის სრული რეაბილიტაცია მოახდინა და დამატებით ათასობით მოსწავლეს მისცა შესაძლებლობა, თანამედროვე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურით ისარგებლოს. მადლობა, ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის გვერდში დგომისა და სტრატეგიული პარტნიორობისთვის“, - აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა