ბადრი ჯაფარიძე: პარლამენტში ამნისტიის შესახებ კანონპროექტის ალტერნატიულ ვერსიას დავარეგისტრირებთ
შალვა შავგულიძე ოპოზიციის მიერ შემუშავებულ ამნისტიის შესახებ კანონპროექტს პარლამენტში დაარეგისტრირებს . საბოლოო გადაწყვეტილება ოპოზიციამ „ლელოს“ ოფისში შეკრების დროს მიიღო.
„დავარეგისტრირებთ ალტერნატიულ კანონპროექტს, რომელიც გულისხმობს ისეთ ჩამკეტებს, როგორიც არის დაზარალებულის თანხმობა. ასევე გავრცელდება კონკრეტულ მუხლებზე და ადამიანებზე, რომლებმაც შესაძლოა ჩვენს თანამოქალაქეებსა და მომიტინგეებს ჯანმთელობის მძიმე დაზიანება მიაყენეს, ან თანამდებობის პირებზე, რომლებმაც გასცეს უკანონო ბრძანება, არცერთ შემთხვევაში არ გავრცელდება ამნისტიის კანონი“, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა, ბადრი ჯაფარიძემ ამნისტიის კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.
„ლელოს“ ასევე უნდა, რომ საკანონმდებლო ორგანოში შეიქმნას საგამოძიებო კომისია, რომელიც სრულად გამოიძიებს 20 ივნისის მოვლენებს.