თეგებით ძიება

შალვა პაპუაშვილი: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ თავი ისეთ მდგომარეობაში ჩაიგდეს, საიდანაც ღირსეული გამოსავალი აღარ არსებობს

"„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ თავი ისეთ მდგომარეობაში ჩაიგდეს, საიდანაც ღირსეული გამოსავალი აღარ არსებობს", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

„რადგან ევროკავშირის შემოთავაზება იყო და ნიკა მელიას უნდა, რომ თანხა მაინცდამაინც ევროკავშირს გადაახდევინოს, იყოს ასე. ამ ბოლო დროს სხვადასხვა წინაპირობას ვისმენთ და ეს საბოლოოდ ერთ რამეს ემსახურება, რომ როგორმე ჩაშალონ შეთანხმების აღსრულება. ეს არის შედეგი იმის, რომ ნიკა მელია, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ ევროპული საქართველო“ არიან აგონიაში, იქიდან გამომდინარე, რომ მათაც გააცნობიერეს - სრულად დამარცხდნენ. დამარცხდნენ იმ დესტრუქციულ დღის წესრიგში, რომელიც მათ ჰქონდათ. ახლა არის მცდელობა: ან ჩაშალოს ეს შეთანხმება, ან როგორმე მოძებნოს ღირსეული გამოსავალი ამ სიტუაციიდან, ისე გამოვიდეს სასჯელაღსრულებიდან, რომ იმ თამასიდან, რომელიც ასწია, როგორმე გამოძვრეს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ნიკა მელიამ აზრი შეიცვალა და განაცხადა, რომ ამნისტიის კანონპროექტის გაწვევის შემთხვევაში ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოს დათანხმდება. ოპოზიციამ და ხელისუფლებამ ამნისტიის საკითხზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და საკუთარ კანონპროექტებს ცალ-ცალკე დაარეგისტრირებენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა