ეროვნული ვალუტის ახალი კურსი
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4529 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.4529 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.4548 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0019 შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 4.1666 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 4.1727 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0061 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.