იუსტიციის მინისტრი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე საფრანგეთის ელჩს, დიეგო კოლასს შეხვდა. მხარეებმა იუსტიციის სფეროში საფრანგეთისა და საქართველოს თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, - ამის შესახებ ინფორმაცია იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, იუსტიციის მინისტრმა ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოსა და საფრანგეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდაჭერაში.
შეხვედრაზე იუსტიციის მინისტრმა საფრანგეთის ელჩს ასევე სამინისტროს პრიორიტეტები გააცნო.