თეგებით ძიება

უქმე დღეებში პრობაციონერები პრობაციის ბიუროში გამოცხადების ვალდებულებისგან გათავისუფლებულები არიან

30 აპრილიდან 12 მაისის ჩათვლით, უქმე დღეებში, პირობით მსჯავრდებულები და პირობით ვადამდე გათავისუფლებული პირები პრობაციის ბიუროში რეგისტრაციისა და აღრიცხვაზე აყვანის მიზნით გამოცხადების ვალდებულებისაგან გათავისუფლებულნი არიან, - ამის შესახებ აღნიშნულია დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათი ინფორმაციით, პრობაციის ბიუროებში გამოცხადების ვალდებულება პირობით მსჯავრდებულებისთვის 2021 წლის 13 მაისიდან აღდგება.

„30 აპრილიდან 12 მაისის ჩათვლით, უქმე დღეებში, პირობით მსჯავრდებულები და პირობით ვადამდე გათავისუფლებული პირები გათავისუფლებულნი არიან პრობაციის ბიუროში რეგისტრაციისა და აღრიცხვაზე აყვანის მიზნით გამოცხადების ვალდებულებისაგან. კანონის მიხედვით, თუ მსჯავრდებულის გამოცხადების დრო ემთხვევა საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილ უქმე დღეს, იგი თავისუფლდება ამ დღეს გამოცხადების ვალდებულებისაგან.

საქართველოს მასშტაბით, პრობაციის ბიუროებში გამოცხადების ვალდებულება, 2021 წლის 13 მაისიდან აღდგება - 13 მაისიდან პირობითი მსჯავრდებულები და პირობით ვადამდე გათავისუფლებული პირები პრობაციის ბიუროებში პრობაციის ოფიცრის მიერ დადგენილი რეჟიმით გამოცხადდებიან.

მიმდინარე წელს 4-11 მაისი უქმე დღეებად საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა. ასევე, უქმე დღეებია 30 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით და 12 მაისი“, - ნათქვამია განცხადებაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა