თეგებით ძიება

რას ამბობენ მმართველ გუნდსა და ოპოზიციაში ამნისტიის შესახებ

„ქართულ ოცნებაში“ ოპონენტების გადაწყვეტილებას, ამნისტიის შესახებ კანონპროექტის ალტერნატიული ვერსიის დარეგისტრირებასთან დაკავშირებით, შარლ მიშელის შეთანხმების ჩაშლის მცდელობად განიხილავენ და იმედოვნებენ, რომ ოპონენტები გამოიჩენენ გამბედაობას და მხარს დაუჭერენ მმართველი გუნდის მიერ წარმოდგენილ კანონპროექტს.

„იმედი მაქვს, რომ ხელმომწერ ოპოზიციურ ჯგუფებს ეყოფათ პოლიტიკური პასუხისმგებლობა და გამბედაობა და დაუჭერენ მხარს ჩვენ მიერ ინიცირებულ პროექტს. პოზიციების დაახლოების რესურსი საკომიტეტო მოსმენების ფარგლებში რჩება და შევხედოთ, როგორ შევძლებთ ამ ყველაფერს“, - აღნიშნა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე კი მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდის პროექტი შეთანხმებას სრულად შეესაბამება.

„სრულად ეხმიანება ჩვენი ვერსია შეთანხმების პათოსს და აზღვევს ჩვენი ოპონენტები იმ ე.წ. შიშებს, რომ თუ რომელიმე სამართალდამცველმა ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, ეს მასზე არ გავრცელდება“, - აღნიშნა გიორგი ამილახვარმა.

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე გამოსავალს „ქართული ოცნებიდან“ დათმობაზე წასვლაში ხედავს.

„რესურსი ყოველთვის არსებობს, ამისთვის უნდა იყოს კეთილი ნება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ის საკითხები, რომელიც ჩვენ დავსვით არის აუცილებელი, ობიექტური და სამართლიანი. „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გაითვალისწინოს ჩვენი შეხედულებები და მაშინ მივალთ ერთ საერთო პროექტამდე“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

პარლამენტში ამნისტიის 2 კანონპროექტია დარეგისტრირებული - ერთი „ქართული ოცნების“, მეორე კი ოპოზიციის.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა