თეგებით ძიება

გიორგი მათიაშვილი:თავდაცვის ძლების წარმატება განაპირობა განხორციელებულმა რეფორმებმა

"თავდაცვის ძლების წარმატება განაპირობა განხორციელებულმა რეფორმებმა, რომელიც ჯარისკაცზე ზრუნვისა და ინსტიტუციურ განვითარებაზე იყო ფოკუსირებული", - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა, გიორგი მათიაშვილმა თავდაცვის ძალების 30 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

მან საზოგადოებას დღევანდელი დღე მიულოცა და თავდაცვის ძალების მიერ განვლილ რთულ და გამოწვევებით სავსე გზის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს თავდაცვის ძალები სირთულეების მიუხედავად ვითარდებოდა და წარმატებას აღწევდა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე.

„ძლიერი ჯარისკაცი, მართვის ეფექტური სისტემა თავდაცვის ძლების წარმატების ქვაკუთხედია. თავდაცვის ძლების წარმატება განაპირობა განხორციელებულმა რეფორმებმა, რომელიც ჯარისკაცზე ზრუნვაზე იყო ფოკუსირებული და ინსტიტუციურ განვითარებაზე. რეფორმების ფარგლებში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სამხედრო მოსამსახურეების სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობა, განახლდა თავდაცვის ძალების საავტომობილო პარკი, შეძენილია სხვადასხვა სახის სამხედრო შეიარაღება. აქტიურად მიმდინარეობს „ჯაველინის პროგრამის“ განხორციელება. ეტაპობრივად ვითარდება ეროვნული წარმოება და უმჯობესდება ჯარისკაცების სამხედრო აღჭურვილობა“, - განაცხადა გენერალ-მაიორმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა